მთავარი / სიახლეები / ალექს სანდრო: “ძალიან ბედნიერი ვარ და ყოველთვის მაქსიმუმს გავიღებ”

ალექს სანდრო: “ძალიან ბედნიერი ვარ და ყოველთვის მაქსიმუმს გავიღებ”

ალექს სანდრომ „იუვენტუსთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა და ტურინში 2023 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ ბრაზილიელმა JTV-ის კომენტარი მისცა და განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერია.

„ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და ასევე ჩემი ახლობლებისთვის ძალიან ბედნიერი დღეა. გულშემატკივრებს ვპირდები, რომ ყოველთვის მაქსიმუმს გავიღებ, როგორც აქამდე და ვეცდები მოვუმატო.

ამ წლების განმავლობაში კარგად შევისწავლე გუნდისა და ჩემი თანაგუნდელების მენტალიტეტი. აქ ყოველთვის გამარჯვებისთვის ვმუშაობთ და ეს არასდროს შეიცვლება.

ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც ვიმარჯვებთ, თუ ეს მოხდება ჩემი პასით ან გოლით, კიდევ უფრო კარგი, მაგრამ მთავარი გამარჯვებაა. ყველაზე მეტად რომელი გოლი მახსოვს? ყველა ჩემს გულშია, რადგან უკნიდან ვთამაშობ და ასეთ დროს გოლის გატანა ადვილი არაა. მაგრამ, თუ ერთი უნდა დავასახელო, მაშინ „ტორინოსთან“ თავით გატანილ გოლს გამოვარჩევ (2017 წლის 23 სექტემბერს, „იუვემ“ დერბი 4:0 მოიგო).

ჩემპიონთა ლიგა? – „ატლეტიკო“ ძლიერი გუნდია, ფიზიკურად და ტაქტიკურად. მაგრამ ახლა „რომაზე“ ვფიქრობთ. „ჯალოროსის“ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ომია. ჩვენ ვემზადებით და გულშემატკივრებისთვის შესანიშნავ თამაშს ჩავატარებთ“, – აღნიშნა ალექს სანდრომ.

შეგახსენებთ, რომ ალექს სანდრო „იუვენტუსში“ 2015 წელს გადავიდა. მას შემდეგ 27 წლის ბრაზილიელმა 134 თამაშში 9 გოლი გაიტანა და 18 საგოლე პასი გააკეთა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …