მთავარი / სიახლეები / ალეგრის მეგობარი: “ჩემი აზრით, მაქსი “იუვეში” ბრუნდება”

ალეგრის მეგობარი: “ჩემი აზრით, მაქსი “იუვეში” ბრუნდება”

ვეტერანმა იტალიელმა მწვრთნელმა ჯოვანი გალეონემ, რომელიც მასიმილიანო ალეგრის მეგობარია და ერთ დროს მრჩეველიც იყო, განაცხადა, რომ მისი აზრით, მაქსი „იუვეში“ დაბრუნდება. იტალიურ მედიასთან გალეონემ აღნიშნა, რომ ალეგრი ტურინში ბრუნდება, თუმცა კონკრეტული დეტალები არ დაუსახელებია.

„იუვენტუსი“, როგორც „მილანი“, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში კარგად არ გამოდიან, „ნაპოლი“ და „ატალანტა“ უკეთ გამოიყურებიან. არ ვიცი, ანიელი დაურეკავს თუ არა ალეგრის. თუ „იუვე“ უდინეში წააგებს, პირლოს გაუშვებენ და ვის მიანდობენ გუნდს? ჩიჩო გრაბის? არ ვიცი, „იუვეში“ მომდევნო მწვრთნელის საკითხს ვინ გადაწყვეტს. ვფიქრობ, ამას ჯონ ელკანი გააკეთებს.

შეიძლება, ბოლოს ანიელიმ ალეგრის მაინც დაურეკოს, მათ შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. ჩემი შეგრძნებით, ალეგრი „იუვენტუსში“ ბრუნდება. მისი დუმილი და დაბრუნების სურვილი მარწმუნებს, რომ რაღაც კონკრეტული ხდება“, – თქვა გალეონემ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …