ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „რომასთან“ მატჩისწინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნულ შეხვედრაზე მეტად, თავის მომავალზე ისაუბრა.
ალეგრის ეჭვი არ ეპარება და ამბობს, რომ „იუვენტუსში“ დარჩენა უნდა.
„ჭორები არ მაინტერესებს. ჩემპიონატი ერთი თვის წინ მოვიგეთ, იმ კვირაში პრეზიდენტ ანიელის შევხვდები და ყველაფერს შევაჯამებთ სეზონის ბოლოს, როგორც ყოველწელს ვაკეთებდით. მე ჯერ კიდევ „აიაქსთან“ მატჩამდე ვთქვი, რომ ვრჩები.
მადლობა უნდა ვუთხა პრეზიდენტს, ხელმძღვანელობას და ყველას, ვინც ჩემთან ერთად მუშაობს. ფეხბურთში მთავარი შედეგია დაამ წლებში ჩვენ კარგი სამუშაო გავწიეთ, რის გამოც კმაყოფილი ვარ.
ვიმეორებ, „აიაქსთან“ თამაშამდე ვუთხარი პრეზიდენტს, რომ აქ დარჩენა მინდა და შემდეგ კვირაში მასთან შეხვედრა ისევ მექნება. თუ მკითხავენ მინდა თუ არა დარჩენა, იგივე პასუხი მექნება.
უკვე თვეებია ყველაფერი გავითვალისწინე, სამომავლო გეგმები, მაგრამ იქამდე ანიელისთან შეხვედრა მელის და თუ შევთანხდით, შემდეგ გავამახვილებ ყურადღებას ტექნიკურ დეტალებზე. ნათელი იდეები უკვე დიდი ხანია მაქვს სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ.
ხვალინდელი მატჩი? რამდენიმე ფეხბურთელი დაგვიბრუნდა. ალექს სანდრო, ბენტანკური, დიბალა და ემრე ჯანი ხელმისაწვდომები არიან.
დიბალა ძირითად შემადგენლობაში იქნება. მისი სათამაშო პოზიცია შარშანაც და წელსაც იგივე იყო. უბრალოდ, შარშან მანჯუკიჩთან და იგუაინთან ერთად თამაშობდა, წელს კი რონალდუსთან, რომელიც განსხვავებული ფეხბურთელია.
ბენტანკურმა დარტყმისა და პასის კულტურა უნდა გააუმჯობესოს, თუმცა უკვე საკმაოდ განვითარდა და ის ძალიან ახლაგზრდაა. კანსელუმაც ძალიან მოუმატა, რა თქმა უნდა, რამდენიმე ასაკოვანი ფეხბურთელი გვყავს, მგრამ ასევე ახალგაზრდები დიბალა, ბენტანკური, ემრე ჯანი, ბერნარდესკი, ალექს სანდრო და დე შლიო, რომელთაც განვითარება კიდევ შეუძლიათ. ტრანსფერები? გვაქვს იდეები, მაგრამ ცხადია ყველაფერი პარატიჩისთან და ნედვედთან უნდა შეთანხმდეს. ვნახოთ, როგორ შეიძლება გუნდის გაძლიერება, რომელმაც ბევრ წარმატებას მიაღწია. ჩვენი სიძლიერე სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ ვიცით, ყოვლწლიურად როგორც შევცვალოთ გუნდი. ჩემი აქ ყოფნის 5 წელიწადში მხოლოდ კიელინი და ბონუჩი შემორჩა გუნდში, ბარძალი კი როგორც იცით, კარიერას ასრულებს“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვე“ „რომას“ 12 მაისს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაუპირისპირდება.