მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ბონუჩის დაზიანება ნაკლებად მძიმეა, ვიდრე მოსალოდნელი იყო”

ალეგრი: “ბონუჩის დაზიანება ნაკლებად მძიმეა, ვიდრე მოსალოდნელი იყო”

ტურინის „იუვენტუსი“ ხვალ იტალიის თასის მეოთხედფინალში „ატალანტას“ დაუპირისპირდება. ბოლო სამი სეზონია ეს გუნდები თასზე მიჯრით ხვდებიან ერთმანეთს.

ამჯერად მატჩი ბერგამოში გაიმართება და მასიმილიანო ალეგრიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

„ატალანტა“

„დიდი მატჩი უნდა ჩავატაროთ, ადვილი არ იქნება, „ატალანტას“სერია A-ში საუკეთესო შეტევა ჰყავს, კვირას „რომასთან“ საოცარი შეხვედრა შემოატრიალეს, ბევრ საგოლე მომენტს ქმნის და ფიზიკურადაც ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ეს არის ერთი მატჩი, რომელის სასწორზე შემდეგი ეტაპის საგზური დევს. უნდა გამოვიყენოთ მეტოქის სუსტი წერტილები.

შემადგენლობა

ხედირა და პიანიჩი ნამდვილად იქნებიან ჩემს განკარგულებაში. მანჯუკიჩი თავს ძალიან კარგად გრძნობს, თუმცა მისი მდგომარეობა დღეს უნდა შეფასდეს. კუადრადო, ბონუჩი და ბარძალი ვერ დაგვეხმარებიან. ბონუჩის დაზიანება ნაკლებად მძიმეა, ვიდრე მოსალოდნელი იყო და გვაქვს იმედია, რომ მალე დაგვიბრუნდება. იქნება ცვლილებებიც. ზოგიერთები დაისვენებენ, ზოგიერთები – ითამაშებენ.

ხვალ შჩესნი ითამაშებს, ხოლო შაბათს პერინი დაიცავს კარს. დაცვაში კიელინი და რუგანი ნამდვილად ითამაშებენ, მარჯვნივ კანსელუ იქნება, მარცხნივ ან ალექს სანდრო, ან სპინაცოლა. თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც დაგეგმილია, კასერესი განაცხადში მოხვდება. ნახევარდაცვაში გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. მატუიდი არის მათ შორის, ვინც შეიძლება ითამაშოს.

რონალდუ და დიბალა

კრიშტიანუ ფიზიკურად შესანიშნავადაა მზად და ამ თვლასაზრისით კარიგ წელი აქვს. იმდენივე მატჩს თამაშობს, როგორც მადრიდში. პაულოს ორი დღის ვესაუბრე. მას აქვს გოლის გატანის შანსები, როგორც რომში ჰქონდა, კანსელუს გოლის ეპიზოდში. ითამაშოს ასე და მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება.

„ატლეტიკოსთან“ მატჩი

მადრიდში იქნება საფეხბურთო მატჩი. წერენ, რომ ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მეგა ფავორიტები ვართ, მაგრამ ეს გიჟური აზრია. ჩემპიონთა ლიგა მიზანია, როგორც სკუდეტო, იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი. თუ კარგად ვითამაშებთ და გაგვიმართლებს, შემდეგ ეტაპზე გავალთ.

შეგახსენებთ, რომ „ატალანატასა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 30 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …