ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა დემეტრიო ალბერტინიმ განაცხადა, რომ მოახლოვებულ სეზონშიც „იუვენტუსის“ დომინირებას ელოდება, რადგან „ბებერი სინიორა“ სხვებთან შედარებით გაცილებით ძლიერი და ორგანიზებული გუნდია.
„იუვენტუსი“ დომირებას ახალ სეზონშიც ველოდები. „ბიანკონერის“ დონე სხვებთან შედარებით ძალიან მაღალია. თუმცა, ამავდროულად ვხედავ, რომ გუნდი ახალი იდენტობის ძიებაში და ორგანიზებაშა.
სარი? ის ნამდვილი მაესტროა, ამის შემდეგ ყველაფერი დამოკიდებული იქნება ფეხბურთელებთან ურთიერთობაზე. მაგრამ დღეს „იუვე“ ისეთი ორგანიზებულია, რომ ეს მას ზურგს უმაგრებს“, – თქვა ალბერტინიმ.