ახალი ამბავი არაა, რომ ტურინის „იუვენტუსს“ მოიზე კინთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. Tuttosport-ის ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დადებითი სიგნალი უკვე გაჩნდა.
უახლოეს დღეებში 19 წლის ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა ტურინში ჩავა და კლუბის წარმომადგენლებს შეხვდება.
გარიგების დეტალები ასეთია: კინი კონტრაქტს 2024 წლამდე გაახანგრძლივებს და სეზონში 2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მომქედი ხელშეკრულებით მოიზე „იუვეს“ საკუთრებაში მხოლოდ 2020 წლამდეა და მისი ხელფასი ოდენ 550 ათას ევროს შეადგენს წელიწადში.
შეგახსენებთ, რომ კინმა მიმდინარე სეზონში თავი წარმატებული თამაშით გამოიჩინა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 13 მატჩში მეტოქეთა კარში 7 გოლი გაიტანა.