მთავარი / სიახლეები / ადანი: “რატო არ ათამაშებს ალეგრი კანსელუს? სად იყო B გეგმა ან იდეა?”

ადანი: “რატო არ ათამაშებს ალეგრი კანსელუს? სად იყო B გეგმა ან იდეა?”

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი დანიელე ადანი, რომელიც Sky Sport-ის მიმომხილველად მუშაობს, მასიმილიანო ალგერის აკრიტიკებს.

მისი თქმით, ალეგრის სათადარიგო გეგმა მანჯუკიჩის არყოფნაში არ გააჩნდა. ასევე ხაზი გაუსვა ჟოაუ კანსელუს ფაქტორს, რომლის გარეშეც „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი თამაში წააგო.

„ამბობენ, რომ თამაშს ფეხბურთელები იგებენ, მაგრამ არ საუბრობენ იდეების შესახებ. „იუვენტუსს“ B გეგმა არ აღმოაჩნდა იმ შემთხვევაში თუ მანჯუკიჩი არ თამაშობს. მერვედფინალსა და მეოთხედფინალში ჩატარებულ 4 თამაშში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა მაღალი დონის კომბინაციით – რონალდუს გოლი ამსტერდამში. ამ გოლის დროს მთავარ როლში ბენტანკური და კანსელუ იყვნენ კრიშტიანუსთან ერთად. „აიაქსთან“ მეორე მატჩში ისინი სათადარიგო სკამზე დარჩნენ და მესმის, რომ ცვლილებებისთვის სჭირდებოდა. თუმცა, ნახეთ „აიაქსმა“ ვინ ჩართო თამაშში? ეკელენკამპი, სინკგრავენი და ჰუნტელარიი. ასე, რომ „აიაქსის“ წინააღმდეგ არ შეიძლება ტრავმების შესახებ საუბარი. გუნდმა 180 წუთში კარში სამჯერ დაარტყა…

კანსელუს კრიტიკა? წელს „იუვემ“ ჩემპიონთა ლიგაზე 10-დან 4 თამაში წააგო და პორტუგალიელი ოთხჯერვე სათადარიგო სკამზე იყო. რონალდუ? ეს არის ბიჭი, რომელმაც ტრავმა 15 დღეში მოიშუშა, გაიტანა როგორც პირველ, ისე მეორე მატჩში. სხვა კომენტარი საჭირო არაა“, – თქვა ადანიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …