ტურინული დერბის, „იუვენტუსი“ – „ტორინოს“ ჩატარებით თარიღი შეიცვალა. მატჩი 4 მაისს უნდა გამართულიყო, მაგრამ 3 მაისს, თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება.
თარიღის ცვლილების მიზეზი კი „ტორინოს“ პროტესტი იყო. საქმე ისაა, რომ 4 მაისს სუპერგას ტრაგედიის 70 წლისთავია და „ხარებისთვის“ მიუღებელი იყო მათთვის ესოდენ მნიშვნელოვან დღეს თამაში.