მთავარი / სიახლეები / აარონ რემზი: “იუვენტუსი” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია”
აარონ რემზი: “იუვენტუსი” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია”

აარონ რემზი: “იუვენტუსი” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია”

ტურინის „იუვენტუსმა“ ახალწვეული აარონ რემზი მედიის წინაშე ოფიციალურად წარადგინა.

უელსელი ფეხბურთელის განცხადებით, „იუვენტუსი“ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და მოუთმენლად ელოდება სეზონის დაწყებას.

„მოხარული ვარ, რომ „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გავხდი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის. ბოდიში ჩემი იტალიურისთვის, ძალიან კარგად ვერ ვსაუბრობ, მაგრამ ვსწავლობ. როდესაც „იუვენტუსის“ ინტერესის შესახებ გავიგე, დაუყოვნებლივ ვიფიქრე, რომ გამორჩეულ გუნდში წავიდოდი. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა და მოუთმენლად ველოდები სეზონის დაწყებას.

ძალიან ბევრს ვმუშაობ, რომ უმოკლეს ვადებში დავუბრუნდე მოედანზე. ჯერჯერობით სრული დატვირთვით არ მივარჯიშია, მაგრამ ეს შორს არაა. ჩემთვის ეს ახალი გამოცდილებაა, ცხოვრების ახალი სტილი, მზად ვარ მაღალ დონეზე სათამაშოდ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ეს ადვილი არ იქნება.

ჯონ ჩარლსი? მის ოჯახთან კონტაქტი არ მქონია, მარამ ვიცი, რომ ნამდვილი ლეგენდაა. იმედი მაქვს, რომ მის კვალს ღირსეულად გავაგრძელებ.

მომწონს თამაშზე ზეგავლენის მოხდენა, გოლის გატანა ან საგოლე პასის გაკეთება. ვცდილობ საგოლე მომენტები შექვმნა, მიყვარს საჯარიმოსთან ახლოს ყოფნა, მაგრამ დაცვაც შემიძლია. როდესაც ვარჯიშს დავიწყებ, გავიგებ რა პოზიციაზე მომიწევს თამაშს. ვიცი, რომ სარის ლამაზი ფეხბურთის სტილი მოსწონს.

სხვა გუნდების ინტერესიც იყო, მაგრამ ახლა აქვ ვარ და ბედნიერი ვარ. მინდონდა 8 ნომერი და როგორც კი ვნახე, რომ თავისუფალი იყო, ავიღე. ვიცი, რომ მარკიზიო აქ ფენომენი იყო, მასთან ვისაუბრე მისი მეკკვიდრეობა საპატიოა“, – თქვა რემზიმ.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *