ტურინის „იუვენტუსის“ ტრავმირებულ ფეხბურთელებს მირალემ პიანიჩსა და დუგლას კოშტას დღეს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.
ბოსნიელის დაზიანება სერიოზული არ გამოდგა და მან დღეს გუნდისგან განსხვავებული წვრთნა მოედანზე უკვე ჩაატარა.
რაც შეეხება ბრაზილიელს, მარჯვენა ბარძაყი აქვს დაზიანებული და როგორც „ბიანკონერის“ ვებგვერდი იტყობინება, 15 დღეში ხელმეორე გამოკვლევა ჩაუტარდება, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს აღდგენით პროცესს.
შეგახსენებთ, რომ ორივე ფეხბურთელმა ტრავმები ფლორენციის „ფიორენტინასთან“ მატჩში მიიღეს.