ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი გამოჯანმრთელდა და მისი ოფიციალური დებიუტი „ფიორენტინასთან“ შედგება. იტალიელი სპეციალისტი პარაკსევს მატჩისწინა პრესკონფერენციას გამართავს, ხოლო შაბათს სათადარიგო სკამზე იქნება.
მოგეხსენებათ, სარის საწყისი ორი ტური პნევმონიის გამო გაუცდა და მის ნაცვლად გუნდს ჯოვანი მარტუშიელო ხელმძღვანელობდა.
„იუვენტუსისა“ და „ფიორენტინას“ მატჩი 14 სექტემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.