„სან პაულუს“ ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა განაცხადა, რო გასულ ზაფხულს „იუვენტუსში“ დაბრუნება შეეძლო, მაგრამ სამშობლოში გადაბარგება ამჯობინა.
„ზაფხულში „იუვენტუსში“ დაბრუნების შანსი მქონდა, ისევე როგორც „ბარსელონაში“, რადგან ეს მინდოდა. შემდეგ კი ვიფიქრე: რას მომცემს ეს გუნდები? უკეთესი ფეხბურთელი გავხდები თუ ადამიანი? მინდოდა გამეგო რა იყო ჩემი შანსი იმ მომენტში. „სან პაულუში“ გადავედი, რადგან მინდა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშო“, – თქვა დანი ალვეშმა.
შეგახსენებთ, რომ დანი ალვეში „იუვენტუსში“ 2016-2017 წლების სეზონში თამაშობდა.