ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ 2019-2020 წლების სეზონის პროგნოზი გააკეთა და განაცხადა, რომ სერია A-ს საწყისი სამი ადგილის ბედი გარკვეულია.
ფრანჩესკოს აზრით, „იუვენტუსი“ ჩემპიონი გახდება, რადგან ყველაზე ძლიერია, მაგრამ ისე ადვილად არა, როგორც წინა წლებში.
„იუვენტუსი“ ყოველთვის ყველაზე ძნელად დასამარცხებელი გუნდია, რადგან ძლიერები არიან, როგორც ხელმძღვანელობით, ისე გუნდით და ყველაფრით. თუმცა, წელს „ნაპოლი“ და „ინტერიც“ გაძლიერდნენ, აგრესიულები არიან და ვფიქრობ, სხვა წლებისგან განსხვავებული ჩემპიონატი იქნება. ჩემი აზრით, საწყისი სამი ადგილი უკვე განაწილებულია, დანარჩენი კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს. „იუვე“ ჩემპიონი გახდება, მაგრამ უფრო ძნელად, ვიდრე გასულ სეზონებში. „რომა“? სამწუხაროდ, მეოთხე ადგილისთვის ბრძოლა მოუწევს, ფაქტებით დადასტურებული რეალობა ამას გვეუბნება“, – თქვა ტოტიმ.