ნეიმარის „იუვენტუსთან“ დაკავშირების შესახებ ინფორმაცია ყოველდღე ვრცელდება. როგორც ესპანური გამოცემა El Chiringuito წერს, ბრაზილიელს პსჟ-ს დატოვება გადაყწვეტილი აქვს.
მის მომავალს კი „ბარსელონას“ ან „იუვენტუსს“ უაკვშირებენ. წყაროს ცნობით, კატალონელების ტრანსფერის შესახებ ოთხ ვარიანტს განიხილავენ: სამი ფეხბურთელიდან ერთ-ერთი და თანხა, თანხა და პლუს ორი ფეხბურთელი, სრულად გამოსყიდვა ან იჯარა გამოსყიდვის ფულებით.
რაც შეეხება „იუვეს“ ესპანურ მედიას თუ დავუჯერებთ, ტურინელები მზად არიან ბრაზილიელის სანაცვლოდ პსჟ-ს პაულო დიბალა დაუთმონ და თანხაც დაამატონ.