ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში ცენტრალური მცველის ყიდვას აპირებს. ეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე აუცილებელიცაა.
Tuttosport-ის ცნობით, შესაძლოა კალიდუ კულიბალი ტურინში აღმოჩნდეს. რა თქმა უნდა, სენეგალელ ფეხბურთელს „ნაპოლი“ იაფად და ადვილად შეელევა, შესაბამისად, საკმაოდ რთული ტრანსფერი იქნება, მაგრამ მაურიციო სარისთან ერთად შესაძლოა ყველაფერი გამარტივდეს.
აღსანიშნავია, რომ „ნაპოლიმ“ კულიბალის გაყიდვა აქამდე 100 მილიონ ევროდ იუარა და მოსალოდნელია, რომ „იუვენტუსისთვის“ ფეხბურთელის ფასი კიდევ უფრო მაღალი იქნება.