ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის სერია A-ს 36-ე ტურის მატჩისთვის მზადებას „კონტინასას“ ბაზაზე განაგრძობს.
გუნდმა დღეს ტექნიკურ ელემენტებსა და ბურთის ფლობას დაუთმო საწვრთნელი პროცესის უმეტესი ნაწილი, ისევე, როგორც ტაქტიკურ ანალიზს. ხვალ დილით კი მორიგი ვარჯიში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ „რომასა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 12 მაისს, თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება.