ჰოლანდიური ფეხბურთის ლეგენდა მარკო ვან ბასტენი მიიჩნევს, რომ კრიშტიანუ რონალდუ გოლს გაიტანს და „იუვენტუსი“ „აიაქსს“ დაამარცხებს.
„იუვე“ 2:1 მოიგებს და რონალდუ კიდევ ერთხელ გაიტანს. „აიაქსი“ ძლიერია, მომწონს მისი თამაშო. როდესაც ბურთი აქვთ, ულამაზესად თამაშობენ, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვი მაშინ, როდესაც თავს იცავენ“, – თქვა ვან ბასტენმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „აიაქსის“ შეხვედრა დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.