ტურინის „იუვენტუსი“ ლისაბონის „ბენფიკას“ ნიჭიერი ფეხბურთელის, ჟოა ფელიშის გადაბირებით სერიოზულადაა დაინტერესებული. Tuttosport-ის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში ფაბიო პარატიჩი და ფეხბურთელის აგენტი ჟორჟე მენდეში აღნიშნული საკითხის გამო ერთმანეთს შეხვდებიან.
აღსანიშნავია, რომ „ბენფიკამ“ ტურინელთა 75 მილიონი ევროიანი წინადადება უკევ უარყო და 120 მილიონს ითხოვს.
თუმცა, ტურინელები მენდეშთან კარგი ურთერთობით დაიკვეხნიან და იმედოვნებენ, რომ საბოლოო შეთანხმების მიღწევას შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ ჟოაო ფელიში 19 წლის პორტუგალიელი შემტევია, რომელიც მიმდინარე სეზონში შედეგიანად თამაშობს და არაერთო ევროპული გრანდის ყურადღება მიიქცია.