მთავარი / სიახლეები / სერია A / დელ პიერო: “ფეხბურთელებმა უღირსი შეცდომები დაუშვეს, ალეგრიც პასუხისმგებელია”

დელ პიერო: “ფეხბურთელებმა უღირსი შეცდომები დაუშვეს, ალეგრიც პასუხისმგებელია”

ალესანდრო დელ პიერომ „მონცასთან“ მატჩის შემდეგ „იუვენტუსის“ შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ფეხბურთელებმა უღირსი შეცდომები დაუშვეს და ამ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მასიმილიანო ალეგრისაც ეკისრება.

„ძალიან რთული მომენტია, „მონცასთან“ უღირსი შეცდომები ვნახეთ, რომელიც ნამდვილად არ შეესაბამება ფეხბურთელების ხარისხს, განსაკუთრებით ფსიქოლოგიურ დონეზე. ვფიქრობ, რომ რაც მოედანს მიღმა ხდება კლუბთან დაკავშირებით, ფეხბურთელებზე გავლენას ახდენს და ეს მოედანზე აისახება.

გუნდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა აშკარად სუსტია და ეს ჩანს. თუმცა, „იუვემ“ უნდა იცოდეს, რომ უკან აქვს მხარდაჭერა გულშემატკივრებისგან, რომლებიც არ დანებდებიან, როგორც არ დანებდნენ 2006 წელს.

სეზონი საშინელ სტარტზე ალეგრის პასუხისმგებლობაცაა, ჩემპიონთა ლიგაზე განცდილ წარუმატებლობაშიც. ბოლო წლების სიმყარე ამ სეზონში გუნდში არ არის“, – თქვა დელ პიერომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …