მთავარი / სიახლეები / სერია A / ადანი: “კვარაცხელიას გოლის ეპიზოდი “იუვეს” მოუმზადებლობის ნათელი მაგალითია”

ადანი: “კვარაცხელიას გოლის ეპიზოდი “იუვეს” მოუმზადებლობის ნათელი მაგალითია”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა დანიელე ადანიმ მასიმილიანო ალეგრი გააკრიტიკა და მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიას გოლის მომენტი მოიყვანა.

ადანიმ განაცხადა, რომ ალეგრის კვირის განმავლობაში გუნდი საერთოდ არ მოუმზადებია, „ნაპოლის“ შემტევების წინააღმდეგ სათამაშოდ.

„იუვე“ შარშანდელი სეზონის შემდეგ უნდა გაბრაზებულიყო. ფეხბურთელების დონით, რომლებიც „იუვეს“ ჰყავს, ისინი სერია A-ში უძლიერესები არიან, მაგრამ უშუალო კონკურენტთან მატჩში სიგნალი განსხვავებული იყო. რეალურად, ბოლო წლინახევრის განმავლობაში „იუვენტუსს“ არაფერი აუშენებია. „იუვეს“ თამაშის მაგალითი არის „ნაპოლის“ მეორე გოლი, რომელიც კვარაცხელიამ გაიტანა.

ვის უნდა აეყვანა ამ მომენტში ქართველი? გასაგებია, რომ ბრემერი შეცდა, მაგრამ დანილო რას აკეთებს ამ ეპიზოდში? ნიგერიელზე უნდა გადავიდეს თუ 77-ე ნომერი უნდა აიყვანოს? მას კვარაცხელია უნდა აეყვანა, მაგრამ ეს არ გააკეთა. ვინ ავარჯიშა და ვინ მოამზადა გუნდი ბოლო კვირაში თავდამსხმელების მეურვეობაზე, განსაკუთრებით ქართველის წინააღმდეგ სათამაშოდ? ეს მე არ გამიკეთებია, რადგან სხვა საქმით ვარ დაკავებული“, – თქვა ადანიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …