მთავარი / სიახლეები / სერია A / “რუბინმა” “იუვენტუსი” კვარაცხელიას გამო “დატროლა” [VIDEO]

“რუბინმა” “იუვენტუსი” კვარაცხელიას გამო “დატროლა” [VIDEO]

ყაზანის „რუბინმა“ ტურინის „იუვენტუსი“ „დატროლა“. რუსული გუნდის ტიკ ტოკში ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია „იუვენტუსის“ ფორმაშია.

კვარამ „იუვეს“ მაისური რამდენიმე წლის წინ სწორედ „რუბინში“ თამაშის დროს სპეციალურად გადაღებული ვიდეოსთვის მოირგო. ამჯერად „რუბინმა“ ეს კადრი ასე დაასათაურა: „იუვე” 2021 წელს: 20 მილიონი ევრო კვარაცხელიაში მეტისმეტად ბევრია“.

შემდეგ მეორე ვიდეოა ატვირთული, კერძოდ, „იუვენტუსის“ კარში კვარას გატანილი გოლი და აწერია: 2023 წელი.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ კვარაცხელიას შეძენასთან ძალიან ახლოს 2021 წლის ზაფხულში იყო, თუმცა, სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ, რომელიც ამ ტრანსფერზე მუშაობდა, გუნდი დატოვა და გარიგებაც ჩაიშალა.

კვარაცხელიამ „იუვენტუსის“ წინააღმდეგ პირველად ორი დღის წინ ითამაშა და ალბათ, კარიერაში საუკეთესო თამაში ჰქონდა. ქართველმა გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა, გარდა ამისა, კიდევ ერთ გოლში უდიდესი წვლილი შეიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …