ტურინის „იუვენტუსს“ მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ფეხბურთელები დაუბრუნდნენ, გარდა სამი მოთამაშისა, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მიიღეს მონაწილეობა.
იტალიური მედია წერს, რომ ადრიენ რაბიო კონტინასას ბაზაზე 29 დეკემბერს დაბრუნდება, ხოლო ანხელ დი მარიასა და ლეანდრო პარედესს უფრო ხანგრძლივი შვებულება ერგოთ. ისინი გუნდს მხოლოდ 2 იანვარს შეუერთდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ სამივე ფეხბურთელის თამაში „კრემონეზესთან“ უახლოეს მატჩში პრაქტიკულად გამორიცხულია.
შეგახსენებთ, რომ „იუვე“ „კრემონეზეს“ სტუმრად 4 იანვარს დაუპირისპირდება, რითაც მიმდინარე სეზონს განაახლებს.