მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “გუნდურად უნდა ვითამაშოთ, როგორც ბოლო მატჩებში”

ალეგრი: “გუნდურად უნდა ვითამაშოთ, როგორც ბოლო მატჩებში”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „კრემონეზესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, სეზონის განახლება ყოველთვის რთულია და თამაშს დიდი ყურადღებით უნდა მიუდგნენ.

„52-დღიანი პაუზის შემდეგ ხვალ ისევ ვითამაშეთ და რთული თამაში გველოდება. ბოლო ორ საშინაო მატჩში „კრემონეზეს“ გოლი არ გაუშვია, „ნაპოლისთანაც“ აგრესიულად ითამაშეს. თავმდაბლობა უნდა შევინარჩუნეთ და თამაშს სერიოზულად მივუდგეთ.

პოგბამ სირბილი დაიწყო და მუხლი არ აწუხებს. თუ ასე გაგრძელდება, 15-20 დღეში გუნდთან ერთად იქნება, მაგრამ ეს ყველაფერი სარეაბილიტაციო პერიოდის ევოლუციაზეა დამოკიდებული.

შემადგენლობაზე ჯერ გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული. არგენტინელები დაბრუნდნენ, კარგად არიან, თითქმის ყველა კრემონაში იქნება, შემდეგ შევაფასებ შემადგენლობაზე გადაწყვეტილებას. კიეზა? უკეთაა, მზადაა, რომ მეორე ტაიმში რამდენიმე წუთი ითამაშოს, დღეს ვარჯიშიდან გამომდინარე მივიღებ გადაწყვეტილებას. შჩესნიზეც გადაწყვეტილებას დღეს მივიღებ. ბრაზილიელები კარგად არიან, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ ვითამაშებთ, ამიტომ, მნიშვნელოვანი იქნება ძალების სწორად მართვა.

მნიშვნელოვანი იქნება გუნდურად თამაში, როგორც ეს ბოლო რამდენიმე მატჩში გავაკეთეთ. პაუზის შემდეგ მატჩები სულ უფრო რთული ხდება, ამ მატჩებში მენტალური აქცენტიც მნიშვნელოვანია. არგენტინელების დაბრუნება? მათ ისეთ წარმატებას მიაღწიეს, რაც ყოველდღე არ ხდება. არგენტინაში ისინი 1 კვირის განმავლობაში ჩვენი გრაფიკით ვარჯიშობდნენ.

სეზონის საუკეთესო ნაწილი, მეორე ეტაპია, რომელიც გადამწყვეტია და დრო აღარ გაქვს სიტუაციის გამოსასწორებლად. ამიტომ, ენთუზიაზმით და პასუხისმგებლობით უნდა ვითამაშოთ. პირველ ნაწილში ტრავმების გამო რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლდა და ჩვენი მიზანია 37 მატჩის ჩატარება სეზონის ბოლომდე, ამიტომ, ყველა ფეხბურთელის გამოჯანმრთელება მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ყველა საჭიროა.

რაბიოსთან კონტრაქტის განახლება? ახლა სატრანსფერო ბაზარზე საუბარს აზრი არ აქვს, მოედანზე უნდა ვიფიქროთ, ახლა მხოლოდ იმაზე ვართ ორიენტირებული, რაც დღეიდან 5 ივნისამდე უნდა გავაკეთოთ. ვლაჰოვიჩი? უკეთაა და იმედი მაქვს, რომ თვის ბოლოს ყველა ხელმისაწვდომი იქნება. თუმცა, ხვალ მზად ვართ დასაბრუნებლად.

ძალიან კარგი სეზონის მეორე ნაწილი იქნება. „ნაპოლი“ ამჟამად აშკარა ფავორიტია, მაგრამ ბევრი ქულაა გასათამაშებელი. ჩვენი მიზანი ოთხეულში მოხვედრა უნდა და იყოს და შემდეგ ვნახოთ რა მოხდება“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „კრემონეზესა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 4 იანვარს, თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …