ტურინის „იუვენტუსი“ კატალონიის „ბარსელონას“ მარცხენა მცველის, ჟორდი ალბას ტრანსფერზე მუშაობას იწყებს. Tuttosport-ის ინფორმაციით, ესპანელ მცველს „ბარსასთან“ კონტრაქტი 2020 წელს ეწურება და მის გახანგრძლივებას არ გეგმავს.
სწორედ ამ ფაქტით ცდილობს ისარგებლოს „იუვემ“ და ფეხბურთელის შეძენას დამდეგ ზაფხულს ეცდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ცოტა ხნის წინ „იუვენტუსმა“ ალექს სანდროს ახალი კონტაქტი გაუფორმა, თუმცა ალბას მოსვლის შემთხვევაში შესაძლოა ბრაზილიელი სარფიანი წინადადების სანაცვლოდ გაასხვისონ.