მთავარი / სიახლეები / არტური შეიძლება პორტუგალიაში ან საფრანგეთში გაანათხოვრონ

არტური შეიძლება პორტუგალიაში ან საფრანგეთში გაანათხოვრონ

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი არტურ მელო ტრანსფერზეა დაყენებული და იტალიური კლუბი მის გასხვისებას ცდილობს.

ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ ბრაზილიელ ნახევარმცველს ფრანგული „ლიონი“ და პორტუგალიური „პორტუ“ იწვევენ. ორივე კლუბი მზადაა არტური იჯარით დაიმატოს.

არტური მასიმილიანო ალეგრის გეგმებში არ შედის და მიუხედავად იმისა, რომ ტრავმირებული არ არის, მიმდინარე სეზონის არცერთი მატჩის განაცხადში არ ყოფილა.

არტური „იუვენტუსმა“ 2020 წელს „ბარსელონადან“ დაიმატა და მას შემდეგ 63 შეხვედრაში 1 გოლის გატანა შეძლო. მანამდე 26 წლის ბრაზილიელი „გრემიოსა“ და „ბარსელონაში“ თამაშობდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …