მთავარი / სიახლეები / სერია A / ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “რომას” მატჩიდან

ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “რომას” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მესამე ტურში „რომას“ დაუზავდა (1:1). გთავაზობთ ამ მატჩის შედეგად დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას.

დუშან ვლაჰოვიჩმა სერია A-ში საჯარიმო დარტყმით უსწრაფესი გოლი გაიტანა (წუთსა და 16 წამში), მას შემდეგ, რაც მსგავს სტატისტიკას აღწერენ (2004-2005 წლების სეზონიდან). სერბმა ემანუელე ჯაკერინის შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც 2016 წლის 17 იანვარს „ბოლონიას“ მაისურით „ლაციოს“ ჯარიმა წუთსა და 19 წამში გაუტანა.

ვლაჰოვიჩს ჯარიმიდან გოლი 2021 წლის 24 ოქტომბრის შემდეგ არ ჰქონდა გატანილი. მაშინ მან „კალიარი“ დაამწუხრა და სერია A-ში ამ დროისთვის ორი ჯარიმა აქვს გატანილი.

ამასთან, ვლაჰოვიჩმა სერია A-ში მისი ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა (წუთსა და 16 წამში), თან ეს ბურთთან პირველივე შეხებით მოახერხა.

„იუვენტუსს“ სერია A-ში ჯარიმა 2020 წლის 4 ივლისს შემდეგ არ ჰქონდა გატანილი (რონალდუ „ტორინოსთან“). მას შემდეგ 784 დღე გავიდა.

რუი პატრისიოს 361-წუთიანი მშრალი სერია იტალიის ჩემპიონატში შეწყდა.

„რომამ“ ზედიზედ ოთხ მატჩში შეინახა კარი მშრალად (ყველა ტურნირზე) და ეს სერიაც შეწყდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …