მთავარი / სიახლეები / პოგბა: “ჩემს გუნდში დავბრუნდი და დროა სკუდეტო სახლში დავაბრუნოთ”

პოგბა: “ჩემს გუნდში დავბრუნდი და დროა სკუდეტო სახლში დავაბრუნოთ”

პოლ პოგბამ „იუვენტუსში“ დაბრუნების შემდეგ კლუბის ტელევიზიას პირველი ინტერვიუ მისცა. როგორც ფრანგმა აღნიშნა, სწორედ „იუვემ“ მისცა მას შესაძლებლობა ისეთი ფეხბურთელი გამხდარიყო, როგორიც არის და აქ დაბრუნებით განცდილ ემოციებს სიტყვებით ვერ გადმოსცემს.

„აქ თავს კარგად ვგრძნობ, ეს არის ემოცია, რომელსაც ვერ ავხსნი. ძალიან ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველოდები „იუვეში“ თამაშს, რომელიც ჩემი გუნდია. დავთანხმდი ამ შეთავაზებას, რათა ფეხბურთის თამაშით სიამოვნება ძველებურად მივიღო.

ეს მაისური ჩემთვის ყველაფერია. „იუვემ“ მომცა შესაძლებლობა პოგბა ვყოფილიყავი. ეს გუნდი ყველაფერია და მინდა დავიბრუნო ის სიხარული და პატივისცემა, რომელიც ამ მაისურის ტარებისას მქონდა. ასევე მინდა, რამდენიმე ტიტულის მოგება: ეს გუნდი მხოლოდ ამას იმსახურებს.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისევ 10 ნომერი ვიქნები. ფანებს მესიჯი? დავბრუნდი, ბედნიერი ვარ, მაგრამ კიდევ უფრო ბედნიერი ვიქნები, როცა სკუდეტოს სახლში დავაბრუნებთ. ფორცა „იუვე“, Fino alla fine“, – თქვა პოგბამ.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა „იუვენტუსს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაუბრუნდა და კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ფრანგი ნახევარმცველის პრეზენტაცია 12 ივლისს გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …