მთავარი / სიახლეები / “ბაიერნმა” “იუვეს” დე ლიხტში 60 მილიონი ევრო შესთავაზა, ტურინელთა პასუხი ცნობილია

“ბაიერნმა” “იუვეს” დე ლიხტში 60 მილიონი ევრო შესთავაზა, ტურინელთა პასუხი ცნობილია

მიუნხენის „ბაიერნს“ მატაის დე ლიხტის გადაბირება სურს და ტურინში შეხვედრაც შედგა. ამჯერად, იტალიური მედია სწორედ ამ შეხვედრის დეტალებზე წერს.

როგორც ცნობილი გახდა, „ბაიერნის“ პირველი შეთავაზება ცნობილია – 60 მილიონი ევრო და პლუს ბონუსის სახით 10 მილიონი ევრო. „იუვენტუსმა“ ეს შეთავაზება უარყო, რადგან ტურინული კლუბისთვის ეს მისაღები თანხა არაა.

„იუვენტუსი“ დე ლიხტში მინიმუმ 80 მილიონ ევროს ითხოვს. მიუხედავად ამისა, ტრანსფერის ალბათობა, მაღალია და მხარეები მოლაპარაკებებს გააგრძელებენ. არაა გამორიცხული, გერმანელებმა შეთავაზება გაზარდონ.

შეგახსენებთ, რომ მატაის დე ლიხტს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ის “იუვემ” 2019 წელს ბონუსების ჩათვლით 85 მილიონ ევროდ შეიძინა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …