მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “ხვალ კინი ითამაშებს, მორატა ან ვლაჰოვიჩი დაისვენებს”

ალეგრი: “ხვალ კინი ითამაშებს, მორატა ან ვლაჰოვიჩი დაისვენებს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ემპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან განაცხადა, მოიზე კინი სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში იქნება, დუშან ვლაჰოვიჩი ან ალვარო მორატა კი დაისვენებს.

„ჯერ ერთი ვარჯიში წინ გვაქვს, რომ გავიგოთ ვინ უკეთ არის მზად სათამაშოდ. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ხვალ გამარჯვებაა საჭირო, პირველ წრეში „ემპოლისთან“ წავაგეთ, რომლის დამარცხება რთულია. ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რათა გავაგრძელოთ სტაბილური შედეგები. მაქსიმალურად მზად უნდა ვიყოთ.

შემადგენლობის მხრივ სიტუაციას დღეს შევაფასებ. ვწუხვართ მაკკენის გამო, კარგად იყო და ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც განსხვავებული თვისებები აქვს. ძალიან ვწუხვარ კაიო ჟორჟეს გამო, რომელიც ახალგაზრდაა და მძიმე ტრავმა მიიღო. მას ისევე ველოდებით, როგორც კიეზას. დიბალა სავარაუდოდ „ფიორენტინასთან“ მატჩისთვის მზად იქნება, რუგანი ვნახოთ, კიელინი მთელი კვირის განმავლობაში არ იქნება ხელმისაწვდომი, ხვალ ალექს სანდროც არ იქნება. ხვალ შეიძლება კინმა ითამაშოს, ვლაჰოვიჩსა და მორატას შორის ერთ-ერთი დაისვენებს.

ჩვენ მეოთხე ადგილისთვის ვიბრძვით. როდესაც მეკითხებით სკუდეტოზე, ვფიქრობ, რომ სკუდეტოს მოსაგებად წელს 85 ქულაა საჭირო, თუმცა, ჩვენ 85 ქულით სეზონის ვერ დავასრულებთ, ჩემი აზრით, ასეა.

რატომ გააქვს „იუვეს“ ასე ცოტა გოლი? რომ ვიცოდეთ, სწრაფად მოვაგვარებდით. „ვილიარეალთან“ გუნდმა ბოლო მომენტში რამდენიმე არასწორი პასი გააკეთა, ეს სიტუაცია უნდა გამოსწორდეს, რადგან შემდეგ ერთ გოლს უშვებ და გამარჯვებას საფრთხის ქვეშ აყენებ. ვლაჰოვიჩის მუშაობით კმაყოფილი ვარ. „ვილიარეალი“ მაღალი დაცვით თამაშობდა და ფორვარდმა გოლები ისე უნდა გაიტანოს, როგორც ამას ის აკეთებს.

ჩვენთან ერთად ვარჯიშობენ მირეტი, აკე და სულე. ბუნებრივია, რომ ამდენი ტრავმების გამო ისინი ჩვენთან ერთად უფრო ხშირად ვარჯიშობენ. თუ კინი ხვალ ითამაშებს, გუნდისთვის თავდადება მოუწევს. ის არის ფეხბურთელი, რომელიც, როდესაც თამაშობს, გოლის გატანის შანსი ყოველთვის აქვს“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „ემპოლისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 26 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …