მთავარი / სიახლეები / ტრანსფერი წარმატებით დაიხურა: “იუვე” და ვლაჰოვიჩის აგენტებიც ყველაფერზე შეთანხმდნენ

ტრანსფერი წარმატებით დაიხურა: “იუვე” და ვლაჰოვიჩის აგენტებიც ყველაფერზე შეთანხმდნენ

დუშან ვლაჰოვიჩის ტურინის „იუვენტუსში“ ტრანსფერი საბოლოოდ დადებითად გადაწყდა. ბოლო დეტალი იყო დარჩენილი, რომელზეც რომეო აგრესტის, ფაბრიციო რომანოსა და ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ.

კერძოდ, დარჩენილი იყო ფეხბურთელის აგენტებთან შეთანხმება, რომელთაც კლუბის ხელმძღვანელობა დღეს შეხვდა და შეთანხმებას მიაღწიეს. ამრიგად, მხოლოდ ერთი რამ რჩება – ოფიციალური დასტური კლუბის ვებგვერდის მხრიდან.

„იუვენტუსი“ „ფიორენტინას“ 70 მილიონ ევროს და 5 მილიონ ევროს ბონუსის სახით გადაუხდის, მთლიანობაში გარიგების ღირებულებამ 75 მილიონი ევრო შეადგინა. ფეხბურთელი 4.5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 7 მილიონ ევროს, პლუს ბონუსებს მიიღებს.

რჩება სამედიცინო შემოწმება, რომელსაც ვლაჰოვიჩი ჯერ ვერ გადის, რადგან კორონავირუსი აქვს და კარანტინშია. პარასკევს მას ტესტის გაკეთება უწევს და თუ პასუხი უარყოფითი იქნება, შაბათს ტურინში ჩავა. როგორც ვთქვით, ყველაფერი გადაწყდა, მხოლოდ ოფიციალური განცხადება აკლია.

მეტი დამაჯერებლობისთვის გეტყვით, რომ „ფიორენტინამ“ „ბაზელიდან“ ვლაჰოვიჩის შემცვლელი, არტურ კაბრალი დაიმატა. ბრაზილიელი დღეს ფლორენციაში იქნება და სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის.

შეგახსენებთ, რომ დუშან ვლაჰოვიჩი მიმდინარე სეზონში 17 გოლით სერია A-ს ბომბარდირთა დავას ჩირო იმობილესთან ერთად ლიდერობს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …