ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელ ფედერიკო კიეზას მარცხენა მუხლის ჯვაერდინი მყესების ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა.
ოპერაცია ავსტრიის ქალაქი ინსბრუკის კლინიკაში პროფესორმა კრისტიან ფინკმა ჩაატარა, „იუვენტუსის“ სამედიცინო შტაბის თანდასწრებით.
როგორც ტურინელთა ვებგვერდი იტყობინება, გამოჯანმრთელების სავარაუდო დრო დაახლოებით 7 თვე იქნება.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზა „რომასთან“ მატჩში დაშავდა და მიმდინარე სეზონი ნაადრევად დაასრულა.