მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ორი ტურით ადრე გავიდა

“იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ორი ტურით ადრე გავიდა

ტურინის “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა. თუ მასიმილიანო ალეგრის გუნდს სერია A-ში ძალიან უჭირს, ჯგუფურ ეტაპზე ერთი ამოსუნქთვით თამაშობს.

“იუვემ” ალბათ მიმდინარე სეზონში საუკეთესო თამაში ჩაატარა და “ზენიტს” 4:2 მოუგო, მაგრამ ანგარიშის სხვაობა უფრო დიდი უნდა ყოფილიყო და იყო კიდევაც, ბოლო წუთზე უყურადღებობით გაშვებული გოლი რომ არა.

ბრწყინვალე იყო პაულო დიბალა, რომელმაც დუბლი შეასრულა. მან მე-11 წუთზე გახსნა ანგარიში, მანამდე ბურთი ძელსაც მოარტყა. პირველი ტაიმი მაინც ფრედ დასრულდა, რადგან ლეონარდო ბონუჩიმ არაფრისგან ავტოგოლი გაიტანა. თუმცა, მეორე ნახევარში ფედერიკო კიეზამ პენალტი მოიპოვა, რომელიც დიბალამ ზუსტად დაარტყმა, მერე თავად კიეზამ გაიტანა, ბოლოს ალვარო მორატამ – 4:1. რუსებმა სერდარ აზმუნის გოლით შეამცირეს სხვაობა.

“იუვენტუსს” 12 ქულა აქვს და ჯგუფიდან უკვე გავიდა, მაგრამ პირველი ადგილისთვის “ჩელსისთან” იბრძვის, რომელსაც 3 ქულით უსწრებს და ლონდონში ფრე მაინც სჭირდება მომდევნო ტურში.

აღსანიშნავია, რომ 1995-1996 და 2004-2005 წლების სეზონის შემდეგ ტურინულმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგაზე ოთხ ტურში ოთხი გამარჯვება ისტორიაში მესამედ მოიპოვა.

“იუვენტუსი” – “ზენიტი” 4:2 (1:1)

გოლები: 1:0 დიბალა (11), 1:1 ბონუჩი (26, ა.გ), 2:1 დიბალა (58, პენ), 3:1 კიეზა (72), 4:1 მორატა (82), 4:1 აზმუნი (90)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …