მთავარი / სიახლეები / დიბალამ პლატინის გოლებით გადაასწრო და მიშელის სტილში აღნიშნა

დიბალამ პლატინის გოლებით გადაასწრო და მიშელის სტილში აღნიშნა

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა პაულო დიბალამ „ზენიტთან“ გატანილი გოლი მიშელ პლატინის სტილში აღნიშნა. ამას მიზეზიც აქვს – არგენტინელმა „იუვეში“ გატანილი გოლების რაოდენობით ლეგენდარულ ფრანგს გადაასწრო.

პაულომ მატჩის შემდეგ, რომელშიც მან დუბლი შეასრულა და საგოლე პასი გააკეთა, კომენტარი გააკეთა.

„შესანიშნავად ვითამაშეთ, პირველი გოლის გაშვების შემდეგ მაშინვე ვიპოვეთ სწორი ბალანსი და უფრო მაღლა ვითამაშეთ, ისე, რომ ისინი ჩვენი კარისგან შორს ყოფილიყვნენ. მეორე ტაიმში მოთმინების ხარჯზე შედეგს მივაღწიეთ.

პლატინის სტილში გოლის აღნიშვნა? ჩემთვის ის კუმირია, დიდი ხანია მინდოდა მისი პატივისცემა. „ინტერთან“ გოლით გავუთანაბრდი და მაშინ მინდოდა ასე აღნიშვნა, მაგრამ იმ მატჩში ამის დრო არ იყო. იმედი მაქვს, რომ ნახავს ჩემს ჟესტს.

ვიმედოვნებ, რომ ასე გავაგრძელებ, პირველ მიზანს მივაღწიეთ, მაგრამ ლონდონში „ჩელსის“ დასამარცხებლად უნდა წავიდეთ, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ“, – თქვა დიბალამ.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალამ 2015 წლიდან დღემდე 264 მატჩში 106 გოლი გაიტანა, ხოლო მიშელ პლატინიმ 1982-1987 წლებში 224 თამაშში 104 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ჯგუფიდან უკვე გავიდა, რადგან 12 ქულა აქვს, მაგრამ პირველი ადგილისთვის ისევ იბრძვის და გადამწყვეტი მომდევნო ტურში „ჩელსისთან“ მატჩი იქნება. „იუვე“ მომდევნო მატჩს 6 ნოემბერს, ფლორენციის „ფიორენტინასთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …