იტალიური მედიის ცნობით, “იუვენტუსისა” და “მილანის” მატჩის დასრულების შემდეგ გასახდელში ვოიცეხ შჩესნიმ და ადრიენ რბაიომ იკამათეს.
პოლონელმა მეკარემ კუთხურის დროს, რომელსაც ანტე რებიჩის გოლი მოჰყვა რაბიოს იმ ზონის დაცვა მოსთხოვა, საიდანაც საბოლოოდ რებიჩმა გაიტანა. თუმცა, ფრანგმა ნახევარმცველმა შჩესნის რჩევა არ გაითვალისწინა.
სწორედ ამის გამო ფეხბურთელებმა კამათი გასახდელში გააგრძელეს და იტალიური მედიის ცნობით, მასიმილიანო ალეგრიმ სწორედ ამის გამო ტელევიზიებთან ინტერვიუბზე ნახევარი საათით დააგვიანა.