მთავარი / სიახლეები / ტაკინარდიმ ალეგრი გააკრიტიკა: “შეუძლებელია, რომ ამ “იუვემ” კიეზას გარეშე ითამაშოს”

ტაკინარდიმ ალეგრი გააკრიტიკა: “შეუძლებელია, რომ ამ “იუვემ” კიეზას გარეშე ითამაშოს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ მასიმილიანო ალეგრი გააკრიტიკა. როგორც მან აღნიშნა, ამ „იუვეს“ არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ფედერიკო კიეზა სათადარიგო სკამზე დატოვოს და ალეგრი შეცდომას უშვებს.

„კიეზას ძირითადში არყოფნა? ის არის ევროპის ჩემპიონი და გასულ სეზონში ნამდვილად გადამწყვეტი მოთამაშე იყო. ამიტომაც მაინტერესებს: თუ ამ „იუვენტსმა“ ნახევარდაცვაში ოთხიდან სამი ცენტრალური ნახევარმცველით უნდა ითამაშოს, მისთვის ძირითადში ადგილი არასდროს დარჩება. ამის ფონზე არის ნახევარდაცვის ხაზი, რომელიც გოლს ვერასდროს იტანს. მე არ ვფიქრობ, რომ პრობლემა კიეზაა, მაგრამ არის ალეგრის პრობლემა, რომელიც გუნდს ჯერ კიდევ ეძებს. ამ გუნდში არ შეიძლება კიეზას გარეშე ითამაშო“, – თქვა ტაკინარდიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …