დღეს ევროპის ჩემპიონატი იწყება და გახსნის მატჩი რომშია, სადაც იტალია თურქეთს უმასპინძლებს. ამიტომაც, წამყვანი იტალიური სპორტული გაზეთების პირველი გვერდები და სათაურები ამჯერად განსხვავებულია.
მაგალითად, Corriere Dello Sport-მა და Tuttosport-მა მხოლოდ ერთი სათაური გაიტანეს პირველ გვერდზე, თანაც ერთნაირი და ერთი და იმავე ფოტოთი.
GAZZETTA DELLO SPORT
ჩვენ ყველანი აძური ვართ
ევრო იწყება ოლიმპიკოზე იტალია-თურქეთით
რომი ეხუტება ეროვნულ ნაკრებს
მანჩინი: „მაისურს დავიცავთ“
სტადიონზე 15 000 გულშემატკივარი და სერჯო მატარელა იქნება
მბაპე და საფრანგეთი მთავარი ფავორიტია
ლუკაკუ და ფოდენი უკან მიჰყვებიან. ჩვენც იქ ვართ
CORRIERE DELLO SPORT
იტალიის სიყვარულმა მანძილი არ იცის
TUTTOSPORT
იტალიის სიყვარულმა მანძილი არ იცის