მთავარი / სიახლეები / დონარუმაზე უარი ალეგრიმ თქვა და მას შჩესნი ამჯობინა

დონარუმაზე უარი ალეგრიმ თქვა და მას შჩესნი ამჯობინა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ ჯანლუიჯი დონარუმას „იუვენტუსში“ ტრანსფერი პირადად მასიმილიანო ალეგრიმ დატოვა.

ის ვოიცეხ შჩესნის დიდი მოტრფიალეა და პოლონელს მსოფლიოს 4 საუკეთესო მეკარეში მოიაზრებს. გარდა ამისა, რადგან მასთან გრძელვადიანი კონტრაქტია გაფორმებული (2024 წლამდე), მაქსმა გადაწყვიტა, რომ ვოიცეხი შეენარჩუნებინა და დონარუმას უფასოდ დამატებაზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა კარიერას „პარი სენ ჟერმენში“ გააგრძელებს. ინფორმაცია უახლოეს მომავალში ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …