ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მეჰდი ბენატიამ განაცხადა, რომ მარიო მანჯუკიჩს „იუვენტუსი“ და მისი გულშემატკივრები ძალიან მოენატრა.
„მანჯუკიჩს მოსწონს ყატარი, მაგრამ ენატრება „იუვენტუსის“ გულშემატკივრების სითბო და ტაში, როდესაც მთელი სტადიონი მის სახელს ყვიროდა. ტურინში ყოფნა ძალიან უყვარდა, მე და ის ამაზე ხშირად ვსაუბრობთ“, – განაცხადა ბენატიამ.
შეგახსენებთ, რომ მანჯუკიჩმა „იუვენტუსი“ მიმდინარე წლის დასაწყისში დატოვა, რადგან მაურიციო სარის სათამაშო გეგმაში ვერ ჯდებოდა. ახლა, მარიო და ბენატია თანაგუნდელები „ალ დუჰაილში“ არიან.