მთავარი / სიახლეები / სერია A / სარი: “დიბალას სკამზე დატოვება ჩემთვის ძალიან დიდი სიმწარეა”

სარი: “დიბალას სკამზე დატოვება ჩემთვის ძალიან დიდი სიმწარეა”

მაურიციო სარიმ „ფიორენტინასთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, პაულო დიბალას თადარიგში დატოვება მისთვის სიმწარესთან ასოცირდება.

„რონალდუ კარგად მუშაობს და ფიზიკურადაც კარგადაა. დუგლას კოშტა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მეტოქეს ძალიან ადვილად ატყუებს. ჩვენი მიზანია მაღალი რიტმი და მაქსიმალურად უწყვეტად ამის გაკეთებას. თუმცა, ეს ადვილი არაა.

ჩვენ შეტევაში ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი გვყავს, ბევრი არჩევანი არსებობს და ადვილი არაა ყველას ერთად თამაში. სიღრმიდან შეტევისთვის დუგლასის დაყენება ვამჯობინე. დიბალას თადარგიში დატოვება კი, ჩემთვის ყოველთვის თავსატეხი და მკრეხელობაა, საწოლში ამის გამო გამწარებული ვწვები“, – თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს 54 ქულით ლიდერობს, ხოლო მომდევნო ტურში „ვერონას“ სტუმრად შეხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …