მთავარი / 2018 (გვერდი 11)

Yearly Archives: 2018

კუადრადო და კანსელუ ტრავმირებულები არიან

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელები ჟოაუ კანსელუ და ხუან კუადრადო ტრავმირებულები არიან. ორივე ფეხბურთელის თამაში ტურინულ დერბიში „ტორინოსთან“ საეჭვოა. კუადრადომ მარცხენა მუხლი „იანგ ბოიზთან“ შეხვედრაში დაიზიანა და პირველი ტაიმში შეცვალეს. ხოლო კანსელუს მცირე ტრავმა აწუხებს, თუმცა ამ შემთხვევაში საშიში არაფერია. მიუხედავად ამისა, მასიმილიანო ალეგრი რისკზე წასვლას არ აპირებს. შესაბამისად, ორივე ფეხბურთელი „დერბი …

სრულად წაკითხვა »

“იანგ ბოიზი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი „იანგ ბოიზთან“ (1:2) ჩაატარა. გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს Tuttosport-ის ვერსიით: შჩესნი 6 – პენალტის მოგერიებასთან ძალიან ახლოს იყო, თითებით შეეხო კიდეც, მაგრამ გოლი მაინც გავიდა. ფასნახტის თავურის დრო ყურადღებით იყო, ხოლო მეორე გოლის ეპიზოდში არაფერი შეეძლო. კუადრადო 6 – მან მხოლოდ 20 წუთი …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ბრწყინვალე სერია დასრულდა

„იუვენტუსმა“ სტუმრად წაუგებელი სერია დაასრულა. მასიმილიანო ალეგრის გუნდის დიდებული სერია 2017 წლის ნოემბრიდან იღებდა სათავეს, როდესაც „სამპდორიასთან“ გენუაში (2:3) წააგო. მას შემდეგ „ბებერმა სინიორამ“ 26 საგარეო შეხვედრაში 23-ჯერ მოიგო და სამჯერ ფრე ითამაშა. ხსენებულ პერიოდში „იუვემ“ ისეთ სტადიონებზე მოიპოვა გამარჯვებები, როგორებიც „სან პაოლო“, „ოლიმპიკო“, „სან სირო“ (ორჯერ), „ოლდ ტრაფორდი“, „სანტიაგო …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ: “ცუდია, რომ საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ „იანგ ბოიზთან“ (1:2) მარცხის შემდეგ ხაზი გაუსვა გამოუყენებელ საგოლე მომენტებს. პორტუგალიელმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დაღლილობას არ გრძნობს და ამიტომაც, დასვენებას ჯერ არ აპირებს. „ბევრი საგოლე მომენტი შექვმენით და ძალიან ცუდია, რომ ვერ გამოვიყენეთ. წაგება არასასიამოვნოა, მაგრამ მიზანს მივაღწიეთ და პირველი ადგილით გავედით მერვედფინალში. ახლა …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ორი მიზანი გვქონდა და ორივეს მივაღწიეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „იანგ ბოიზთან“ (1:2) შეხვედრა შეაფასა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, წაგება სასიამოვნო არაა, მაგრამ მისმა გუნდმა ამ ეტაპისთვის დასახული მიზანი შეასრულა. „წაგება არ მოგვწონს, მაგრამ ასე ვიტყოდი: ჩვენ წავაგეთ ნაკლებად მტკივნეული მატჩები. ორი მიზანი გვქონდა. გავსულიყავით მერვედფინალში და დაგვეკავებინა პირველი ადგილი – ორივეს მივაღწიეთ და თანაც …

სრულად წაკითხვა »

დიბალა: “მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მეტოქე 1/8 ფინალში”

ტურინის „იუვენტუსმა“ „იანგ ბოიზთან“ 1:2 წააგო, ხოლო ერთადერთი გოლი პაულო დიბალამ გაიტანა. არგენტინელმა მატჩი შეაფასა: „ვალენსიას“ წყალობით პირველი ადგილი დავიკავეთ. დღეს ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, ხოლო როდესაც ორი გოლი გაგვიტანეს, თამაში ძალიან ჩაიკეტა. მინდოდა გატანა და გუნდის დახმარება. ვის არ ვისურვებდი მერვედფინალში? ჩემპიონთა ლიგის მოსაგებას ყველას დამარცხებაა საჭირო“, – …

სრულად წაკითხვა »

ემრე ჯანი: “მთავარია, რომ პირველი ადგილი დავიკავეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ემრე ჯანმა „იანგ ბოიზთან“ მატჩი შეაფასა. გერმანელი ფეხბურთელის განცხადებით, წაგება უსიამოვნოა, მაგრამ მთავარია, რომ პირველ ადგილზე გასვლა მოახერხეს. „ვიცოდით, რომ აქ თამაში რთული იქნებოდა და ასეც იყო. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი გახლდათ, რომ პირველ ადგილზე გავსულიყავით და მთავარია, ეს მოვახერხეთ. თუმცა, კმაყოფილები არ ვართ, რადგან გამარჯვება გვინდოდა. თავს …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” სავარაუდო მეტოქეები 1/8 ფინალში

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დაასრულა და მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა. შესაბაბამისად, პლეი-ოფის საწყისი სტადიის პირველ შეხვედრა სტუმრად, ხოლო საპასუხოს სახლში ჩაატარებს. „იუვეს“ სავარაუდო მეტოქეები მერვედფინალში შემდეგი გუნდები არიან: „ატლეტიკო“ (ესპანეთი), „ტოტენჰემი“ (ინგლისი), „ლივერპული“ (ინგლისი), „შალკე“ (გერმანია), „აიაქსი“ (ჰოლანდია), „ლიონი“ (საფრანგეთი) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა 17 დეკემბერს გაიმართება.

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” წაგებით, მაგრამ პირველი ადგილით დაასრულა

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მარცხით, მაგრამ პირველი ადგილით დაასრულა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი ბერნში ჩავიდა და „იანგ ბოიზთან“ მოულოდნელად დამარცხდა. არადა, თამაშის სურათიდან გამომდინარე „იუვე“ მარცხს არ იმსახურებდა, მაგრამ მომენტების რეალიზაციაში ისევ იყო სერიოზული პრობლემები. რონალდუმ რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი გაანიავა, ორჯერ ბურთი ძელს მოხვდა, იყო რამდენიმე უზუსტობაც. საპასუხოდ, „იანგ …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ძირითადი შემადგენლობა “იანგ ბოიზთან”

„იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს ბერნში „იანგ ბოიზთან“ ჩაატარებს. უკვე ცნობილია ტურინელთა ძირითადი შემადგენლობა, რომელიც ასეთია: შჩესნი; კუადრადო, ბონუჩი, რუგანი, დე შილიო; ბენტანკური, პიანიჩი, ბერნარდესკი; დუგლას კოშტა, მანჯუკიჩი, რონალდუ აღნიშნული მატჩი 00:00 საათზე დაიწყება.

სრულად წაკითხვა »