მთავარი / სიახლეები / სერია A / ჯონ ელკანი: “აშკარაა, რომ სასჯელი უსამართლოა და კლუბს დავიცავთ”

ჯონ ელკანი: “აშკარაა, რომ სასჯელი უსამართლოა და კლუბს დავიცავთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მფლობელმა ჯონ ელკანმა იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა და როგორც თქვა, აშკარაა, რომ მისმა კლუბმა უსამართლო სასჯელი მიიღო და თავის დაცვას ბოლომდე ეცდებიან.

„იუვენტუსი“ იტალიის ყველაზე საყვარელი გუნდია, რომელსაც ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს. ის წარმოადგენს ჩვენს ეროვნულ ფეხბურთს. აშკარაა, რომ ეს სასჯელი უსამართლოა. ჩვენ მტკიცედ დავიცავთ გუნდს, „იუვენტუსის“ გულშემატკივრებს და ყველას, ვისაც ფეხბურთი უყვარს. იმედი მაქვს, რომ სხვა გუნდებსა და მთავრობასთან ერთად შევძლებთ ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთის შეცვლას, რათა ავაშენოთ მდგრადი და ამბიციური მომავალი. „იუვენტუსის“ არ არის პრობლემა, მაგრამ ის არის და ყოველთვის იქნება ფეხბურთის ნაწილი. აქ სასწორზე დევს სერია A-ს და იტალიური ფეხბურთის მომავალი, რომელიც ხდება მარგინალური და არარელევანტური.

ამ 100 წლის განმავლობაში, რაც კლუბს ვფლობთ, გვქონდა ბევრი კარგი მომენტი და ასევე გარკვეული სირთულეები. ბალანსი მოედანზე ნათელია: ბოლო 20 წლის განმავლობაში „იუვემ“ 11 სკუდეტო მოიგო მოედანზე, 6 იტალიის თასი, 5 იტალიის თასი, პლუს ქალთა გუნდის წარმატებები. 2006 წლის მსოფლიოს და 2021 წლის ევროპის ჩემპიონატი მოიგო იტალიის ნაკრებმა, რომლის ძლიერ ხერხემალს „იუვენტუსის“ ფეხბურთელები წარმოადგენდნენ და „იუვე“ არის გუნდი, რომელსაც ისტორიაში ყველაზე მეტი მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს“, – თქვა ელკანმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …