მთავარი / სიახლეები / ყველაზე მეტი მსოფლიოს ჩემპიონი “იუვედან”

ყველაზე მეტი მსოფლიოს ჩემპიონი “იუვედან”

ტურინის „იუვენტუსს“ ყველაზე მეტი მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს – 27 ფეხბურთელი. საუბარია იმ ფეხბურთელებზე, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატი მაშინ მოიგეს, როცა „იუვეს“ რიგებში ირიცხებოდნენ.

1934 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა „იუვეს“ 9 იტალიელი ფეხბურთელი – ბერტოლინი, ვარლიენი, კალიგარისი, ბორელი, კომბი, ფერარი, მონტი, ორსი და როზეტა.

1938 წელს იტალიის ნაკრებში ორი იუვენტინო იყო – ფონი და რავა.

1982 წელს „სკუადრა აძურასთან“ ერთად ჩემპიონობა „იუვეს“ 6-მა ფეხბურთელმა იზეიმა – ძოფი, კაბრინი, ჯენტილე, შირეა, ტარდელი და როსი.

1998 წელს უკვე საფრანგეთის ნაკრების რიგებში მსოფლიოს ჩემპიონები დიდიე დეშამი და ზინედინ ზიდანი გახდნენ, რომლებიც იმ დროს „იუვენტუსის“ ფეხბურთელები იყვნენ.

2006 წელს უკვე ჩემპიონობა დელ პიერომ, ბუფონმა, კამორანეზიმ, კანავარომ და ძამბროტამ მოიპოვეს „იუვეს“ ფეხბურთელების რანგში.

2018 წელს ასეთი ბლეზ მატუიდი იყო საფრანგეთის ნაკრებიდან, ხოლო წელს ანხელ დი მარია და ლეანდრო პარედესი.

სულ „იუვეს“ 27 მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს და მეორე ადგილზე 24 ფეხბურთელით მიუნხენის „ბაიერნია“, მესამეზე „ინტერი“ (21). აღსანიშნავია, რომ ჩემპიონი საფრანგეთი რომ გამხდარიყო, „ბაიერნი“ „იუვეს“ გადაასწრებდა, რადგან საფრანგეთის ნაკრებში „იუვედან“ მხოლოდ ადრიენ რაბიო იყო, „ბაიერნიდან“ კი ლუკას ერნანდესი, კინგსლი კომანი, დაიო უპამეკანო და ბენჟამინ პავარი. არგენტინის ნაკრებში კი „ბაიერნს“ წარმომადგენელი არ ჰყავდა, სამაგიეროდ, იქ ორი იუვენტინო თამაშობდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …