მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ამ თამაშმა დაამტკიცა, რომ კლუბი ახალგაზრდულ სექტორში კარგად მუშაობს”

ალეგრი: “ამ თამაშმა დაამტკიცა, რომ კლუბი ახალგაზრდულ სექტორში კარგად მუშაობს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „არსენალთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელები შეაქო.

„პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო სინიშა მიხაილოვიჩისა და მარიო სკონჩერტის ოჯახებს მათი გარდაცვალების გამო.

რთული მატჩი იყო, „არსენალი“ ტექნიკური გუნდია, რომელიც პრემიერლიგის ლიდერია. ჩვენ მოედანზე ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთი გვყავდა და დაცვით ფაზაში კარგად ვითამაშეთ. კარგი ტესტი იყო. თავიდან შეტევით ფაზაში გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ კარგად ვითამაშეთ, მიუხედავად იმისა, რომ უკეთაც შეიძლებოდა. გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, განსაკუთრებით ამ სტადიონზე.

კიეზას კუნთის გადაღლა აქვს, მაგრამ ეს ნორმალურია. როცა ასეთი ტრავმის შემდეგ ტემპს უმატებ, ნორმალურია, რომ მცირე პრობლემა წარმოიშვას და არ მინდოდა გამერისკა. 27 დეკემბერს გასამართ შეხვედრაში ითამაშებს. პოგბას, ჯერ ერთი მეტრიც არ უვარჯიშია, არ ვიცი, როგორ და როდის დაბრუნდება. ეს არის სიმართლე, თორემ ყოველდღე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება ფეხბურთელზე, რომელსაც ჯერ საერთოდ არ უვარჯიშია. ბონუჩი ვერ გვეხმარება, მაგრამ მალე დაგვიბრუნდება. 27-ში კუადრადოც დაბრუნდება, თუმცა მხოლოდ „კრემონეზესთან“ თამაშის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი. დე შილიო 27-სთვის უნდა დაბრუნდეს. ვწუხვარ, რომ პოგბაზე დაყრდნობა არ შემიძლია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს, რაც შეიძლება მალე შემეძლება.

დანილო, ალექს სანდრო ბრემერი 27-ში გუნდთან ერთად იქნებიან, რაბიო და არგენტინელებს დასვენებისთვის ცოტა მეტ დროს მივცემთ, რადგან ფინალი ჯერ კიდევ სათამაშო აქვთ. კოსტიჩი ტურინშია და კარგად ვარჯიშობს, ისევე, როგორც მაკკენი. მილიკი ხვალ დილით ივარჯიშებს, დღეს შჩესნიც დაბრუნდა. ყველა ნელ-ნელა ბრუნდება. 10-15 დღით შესვენებით ფორმას არ კარგავ, პირიქით, ზოგჯერ ცოტა დასვენება საჭიროა.

კლუბის გარშემო მიმდინარე მოვლენები? ჩვენი პასუხისმგებლობა არ იცვლება, სპორტული მხარე არასდროს შეცვლილა: მხოლოდ ვარჯიშსა და თამაშის მოგებაზე უნდა ვიფიქროთ, კლუბი იზრუნებს სხვა ასპექტზე, როგორც ყოველთვის. „იუვენტუსი“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბია მსოფლიოში, 120-წლიანი ისტორია აქვს და წინსვლას გააგრძელებს. კარგად მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, როგორც ამას ვაკეთებდით. დღევანდელი მატჩი იყო მტკიცებულება, რომ „იუვენტუსი“ კარგად მუშაობს ახალგაზრდულ სექტორში. ბევრმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ითამაშა, მათ შორის 2005 წელს დაბადებულიც. ისინი უნდა გაიზარდონ.

ფსიქოლოგიურად მუშაობა საჭირო საერთოდ არაა. სპორტულ ნაწილს არაფერი შეხებია. ვწუხვართ, რომ ანიელი პრეზიდენტი აღარ არის, რადგან მასთან ვმეგობრობ. ახლა კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს და ამიტომ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გავიღოთ შედეგების მისაღწევად. როდესაც სეზონი განახლდება, მზად უნდა ვიყოთ, ეს თამაში კარგი ტესტი იყო, იყო რისკი, რომ კარგად ვერ გვეთამაშა, რადგან როცა ასეთ სტადიონზე ამდენი ახალგაზრდა ფეხბურთელით თამაშობ, ეს რისკია, მაგრამ მათ კარგად იმუშავეს და ბედნიერი ვარ“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ სერია A 4 იანვარს განახლდება და „იუვენტუსი“ სტუმრად „კრემონეზეს“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …