მთავარი / სიახლეები / სერია A / ფეხბურთელები, რომლებთან ერთად ბუფონმა “იუვეში” ყველაზე მეტჯერ ითამაშა

ფეხბურთელები, რომლებთან ერთად ბუფონმა “იუვეში” ყველაზე მეტჯერ ითამაშა

ჯანლუიჯი ბუფონის ტურინული ფანტასტიკური ოდისეა საბოლოოდ სრულდება. ჯიჯიმ 2001-2018 და 2019 წლიდან დღემდე „იუვეს“ მაისურით ყველა ტურნირზე 683 თამაში ჩაატარა და კლუბის ისტორიაში მეორე შედეგის ავტორია ალესანდრო დელ პიეროს შემდეგ (705).

თუმცა, საინტერესოა ამ 19 სეზონის განმავლობაში, როდესაც ჯიჯის „იუვეს“ მაისური ემოსა, ვისთან ერთად ჩაატარა ყველაზე მეტი მატჩი. სტატისტიკა მოცემულია პოზიციების მიხედვით და მასში ბუნებრივია მეკარე არ შედის, რადგან ეს ადგილი თვითონ ჯიჯის უკავია.

ბუფონს „იუვენტუსში“ ყველაზე მეტი, 358 მატჩი ჯორჯო კიელინისთან ერთად აქვს ჩატარებული, ხოლო შემდეგ ალესანდრო დელ პიერო მოდის 307 შეხვედრით, სამეულშია კლაუდიო მარკიზიოც.

ანდრეა ბარძალი – 221 თამაში

ლეონარდო ბონუჩი – 263 თამაში

ჯორჯო კიელინი – 358 თამაში

მაურო კამორანეზი  232 თამაში

კლაუდიო მარკიზიო – 288 თამაში

პოლ პოგბა – 156 თამაში

ჯანლუკა ძამბროტა – 173 თამაში

პაველ ნედვედი – 256 თამაში

ალესანდრო დელ პიერო – 307 თამაში

დავიდ ტრეზეგე – 231 თამაში

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …