მთავარი / სიახლეები / სერსე კოზმი: “იუვეში” ჰოლანდიც ვარჯიშობდა და კვარაცხელიაც ხელიდან გაუშვეს”

სერსე კოზმი: “იუვეში” ჰოლანდიც ვარჯიშობდა და კვარაცხელიაც ხელიდან გაუშვეს”

იტალიელმა მწვრთნელმა სერსე კოზმიმ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე „ნაპოლიმდე“ ტურინის „იუვენტუსი“ მუშაობდა.

მან ასევე გაიხსენა, რომ 10 დღის განმავლობაში ერლინგ ჰოლანდიც ტურინელთა რიგებში ვარჯიშობდა, სანამ ის ცნობილი ფეხბურთელი გახდებოდა.

„დანამდვილებით ვიცი, რომ კვარაცხელია პირველი „იუვემ“ შეამჩნია, „ნაპოლიზე“ ადრე ისინი დაინტერესდნენ, მაგრამ შემდეგ ჯუნტოლიმ წაიყვანა. ეს წარმატება „ნაპოლის“ მენეჯერების დამსახურებაცაა, არა მარტო ფეხბურთელების, კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა ხაზგასმული უნდა იყოს. „იუვენტუსმა“ იგივე არ გააკეთა, მათ ფეხბურთელზე ფაქტობრივად უარი თქვეს.

ერლინგ ჰოლანდიც 10 დღე „იუვეში“ ვარჯიშობდა, მაგრამ მაშინ ძალიან პატარა იყო. ის ვერ დაიტოვეს, რადგან პრობლემები წარმოიშვა და სხვა ფეხბურთელი ამჯობინეს“, – თქვა სერსე კოზმიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …