მთავარი / სიახლეები / საბატინი: “ვერ ვხვდები, “იუვე” კარგად მხოლოდ 20 წუთი რატომ თამაშობს”

საბატინი: “ვერ ვხვდები, “იუვე” კარგად მხოლოდ 20 წუთი რატომ თამაშობს”

იტალიელმა ჟურნალისტმა სანდრო საბატინიმ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ხდება, მასიმილიანო ალეგრის გუნდი კარგად მხოლოდ 20 წუთი რომ თამაშობს.

„არ ვიცი, როგორ ხდება, რომ „იუვენტუსი“ ფეხბურთს მხოლოდ 20 წუთი თამაშობს, რადგან აქამდე ჩატარებულ ყველა მატჩში ასე იყო. ის, რაც წუხელ ვნახეთ, „იუვესთვის“ და ალეგრისთვის სამარცხვინოა, ძნელად ასახსნელი. არ ვიცი, არის თუ არა, მწვრთნელის დირექტივა, რომ გუნდმა რაღაცნაირად ითამაშოს.

ტრავმები? ყველაფერს საზღვარი აქვს. არ შეიძლება საწყისი 20 წუთი კარგად თამაშობდე და მერე ვეღარ. არ მგონია ეს მომზადებასა და შეცვლებზე იყოს დამოკიდებული, ტრავმებიც არ კმარა ალიბისთვის. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ „იუვენტუსი“ ამჟამად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში თითქმის ჩარჩენილია და სეზონის პირველი მიზანიც ჩავარდნილია“, – თქვა საბატინიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგაზე ორ ტურში ქულა არ მოუპოვებია და ისტორიაში პირველად წააგო ჯგუფურ ეტაპზე საწყისი ორივე მატჩი. სეზონში ჩატარებული 8 მატჩიდან კი „ბებერმა ქალბატონმა“ მხოლოდ ორი მოიგო, რაც კატასტროფული შედეგია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …