მთავარი / სიახლეები / ბარჯიჯა: “ალეგრი მოსახსნელია, მაგრამ ფული არ არის”

ბარჯიჯა: “ალეგრი მოსახსნელია, მაგრამ ფული არ არის”

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო ბარჯიჯამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მასიმილიანო ალეგრი გათავისუფლებას იმსახურებს, მაგრამ კლუბს საკმარისი ფული არ აქვს, მისთვის კომპენსაციის გადასახდელად.

„ალეგრი პსჟ-თან მატჩამდე ლაპარაკობდა, რომ მათთვის მთავარი და მოსაგები მატჩი „ბენფიკასთან“ იყო, რომელიც წააგო. შესაბამისად, მწვრთნელი გასათავისუფლებელია, კრიზისია გუნდში ფიზიკური კონდიციების კუთხითაც, მაგრამ როგორც არივაბენემ თქვა, ფული არ არის“, – დაწერა ბარჯიჯამ.

ცნობისთვის, „ბენფიკასთან“ მატჩამდე მაურიციო არივაბენეს ერთ-ერთმა გულშემატკივარმა უთხრა, რომ მასიმილიანო ალეგრი გაეთავისუფლებინათ, რაზეც მას ასეთი პასუხი ჰქონდა: „შენ გადაიხდი ახალი მწვრთნელის ხელფასს?“…

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგაზე ორ ტურში ქულა არ მოუპოვებია და ისტორიაში პირველად წააგო ჯგუფურ ეტაპზე საწყისი ორივე მატჩი. სეზონში ჩატარებული 8 მატჩიდან კი „ბებერმა ქალბატონმა“ მხოლოდ ორი მოიგო, რაც კატასტროფული შედეგია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …