მთავარი / სიახლეები / რონალდუმ პლატინის რეკორდი დაამხო

რონალდუმ პლატინის რეკორდი დაამხო

ევროპის ჩემპიონატი ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ შესანიშნავად დაიწყო და უნგრეთის ნაკრებთან მოგებულ მატჩში (3:0) დუბლი შეასრულა, თან რეკორდებიც დაამყარა.

რონალდუს ანგარიშზე ახლა ერთბაშად სამი ახალი რეკორდია: ევროპის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი (11 გოლი), პირველი ფეხბურთელია, ვინც ხუთ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და ხუთივეზე გოლი გაიტანა.

კრიშტიანუმ „იუვეს“ ყოფილ ფეხბურთელ მიშელ პლატინის გადაასწრო. აქამდე, მასთან ერთად 9 გოლით იყოფდა ლიდერობას, მაგრამ ახლა 2 გოლით გაუსწრო და შანსი აქვს, უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდოს.

რონალდუს 2004 წლიდან ყველა დიდ სანაკრებო ფორუმზე აქვს გოლი გატანა – ხუთ ევროპის ჩემპიონატზე ოთხ მსოფლიოს ჩემპიონატზე. შეგახსენებთ, პორტუგალიის ნაკრები მეორე ტურში გერმანიის ნაკრებს შეხვდება (19 ივნისს).

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …