მთავარი / სიახლეები / რობერტო მანჩინის პრესკონფერენცია ესპანეთთან მატჩამდე

რობერტო მანჩინის პრესკონფერენცია ესპანეთთან მატჩამდე

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ესპანეთის ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ის რტულ მატჩს ელოდება, იმაზე მეტად, ვიდრე ბელგიასთან იყო. მანჩინის თქმით, რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა უნდა დაუშვან და მაღალ დონეზე ითამაშონ.

“დაძაბულობა? ეს ჩემშიც არის, რაც უფრო ახლოვდება თამაში. ცივი გონებით უნდა შევხვდეთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დავუშვათ. ასეთი მატჩების თამაში შესანიშნავია. როდესაც ყველას შორის კარგი ურთიერთობაა, გუნდის ძლიერია. ხვალ მაღალ დონეზე უნდა ვითამაშოთ, რათა ფინალში გავიდეთ.

რთული თამაში იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი ბელგიისგან განსხვავდება. უფრო მეტად რთული იქნება. ავსტრიასთან გაგვიჭირდა, რადგან პლეი-ოფის პირველი თამაში იყო და ისინი ძალიან აგრესიულები იყვნენ. ესპანეთი ძალიან ძლიერი გუნდია, იმის მიუხედავად, რომ ამ გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა. მათ ძალიან კარგი მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავთ. ბოლო ოცი წელია ისინი მსოფლიო ფეხბურთში დომინირებენ და ახლა არ შეიცვლებიან. ორივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს. ლუის ენრიკემ „ბარსელონაში“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის, „რომაშიც“ კარგად იმუშავა და თავისი უნარები დაამტკიცა.

ტიკი ტაკა ესპანური ფეხბურთია, რომელიც მათ გამოიგონეს, რამაც ისინი საოცარ წარმატებამდე მიიყვანა. ისინი ამის გაკეთებას წარმატებით აგრძელებენ. ჩვენ ოდნავ განსხვავებულები ვართ, იტალიელები ვართ და უცებ ესპანელები ვერ გავხდებით, ვეცდებით ჩვენი თამაში ვითამაშოთ.

იმობილე? მას ოქროს ბუცი აქვს მოგებული და ერთ-ერთია, ვინც ბოლო წლებში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა. მუნდიალზე ან ევროპის ჩემპიონატზე, ხშირად ისინი წყვეტენ მატჩის ბედს, ვისაც ყველაზე ხშირად აკრიტიკებენ.

წლებია ამბობენ, რომ ბონუჩი და კიელინი საუკეთესოები არიან, მაგრამ მათ სურთ ეს ყოველჯერზე დაამტკიცონ. თუ შეუძლია კიელინის ზედიზედ სამი მატჩის ჩატარება? იმედი მაქვს, რომ კი, თუ ასე არ იქნება, აქ არიან აჩერბი და ბასტონი, რომლებიც შესანიშნავ ფორმაში არიან“, – თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიისა და ესპანეთის მატჩი 6 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …