მთავარი / სიახლეები / ბონუჩი: “სპინაცოლას გამო გვინდა, რომ მოვიგოთ”

ბონუჩი: “სპინაცოლას გამო გვინდა, რომ მოვიგოთ”

იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა ლეონარდო ბონუჩიმ ესპანეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. მან ვრცლად ისაუბრა უმნიშვნელოვანესი მატჩი წინ და მათ შორის, ალვარო მორატაზე, რომელიც მისი თანაგუნდელია “იუვენტუსში” და ძალიან კარგად იცნობს.

„ალვარო მეგობარია, ტურინში ერთად ხშირად ვართ. ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რაც მან განიცადა და ჩვენ ყველამ განვიცადეთ ეს ამბავი. ალვარო კარგი ბიჭია, შესანიშნავი მამა და მეგობარი, დიდებული ფეხბურთი. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი და საბედნიეროდ, მომდევნო სეზონში ჩემი თანაგუნდელი იქნება.

ლუკაკუც და მორატაც დიდი ფორვარდები არიან. ამ დონეზე ყველა მეტოქე ძლიერია. ალვარო ლუკაკუსგან განსხვავებული თავდამსხმელია, ჩვენ დეტალებს უნდა მივაქციოთ ყურადღება თუ გვინდა, რომ შედეგს მივაღწიოთ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ნაწილობრივ ჯორჯოს ტრავმების, ნაწილობრივ პანდემიისა და ნაწილობრივ ჩემი ტრავმების გამო ერთად ძალიან ცოტა ვითამაშეთ. ჩვენ ერთმანეთს ზეპირად ვიცნობთ და ბევრი რამ ბუნებრივად ხდება. ვიცით, როგორ უნდა გავიყოთ დავალებები, მათ შორის გუნდის ლიდერობაც. ეს საშუალებას გვაძლევს ყველა მატჩში მაქსიმალურად დავიხარჯოთ.

იმობილეს სიმულაცია? ეს მოედანზე ხდება. ჩირომ შეხება იგრძნო და შემდეგ, როცა ასეთი მნიშვნელოვანი გადის, ყველა ტკივილი გავიწყდება. ჩირო შესანიშნავი ადამიანია, ამ მომენტზე ჩვენც ვიცინეთ და მას დავცინეთ კიდეც.

ვფიქრობ, ესპანეთის ნაკრების სტილი ისეთია, როგორიც ადრე ჰქონდათ, მაგრამ ლუის ენრიკემ გუნდს უფრო კონკრეტული იდეები შესძინა. ესპანეთი ამ ევროპის ჩემპიონატის სტარტზე ძალიან გააკრიტიკეს და ამან გუნდი უფრო გააერთიანა. ვხედავთ, რომ ეს არის ერთიანი გუნდი, როგოროც ძირითადი შემადგენლობის, ისე სათადარიგოთა შორის. ჩვენის მხრივ ვიცით, რომ ისე თუ ვითამაშებთ, როგორც ბოლო 30 მატჩში, ხვალ საღამოს დიდად კმაყოფილები ვიქნებით.

როდესაც იტალია და ესპანეთი ნახევარფინალში თამაშობენ, ფავორიტი არ არსებობს. ჩვენ აქამდე ნათელი გზა გავიარეთ, ესპანეთს უფრო მეტი სირთულე ჰქონდა, მაგრამ რაც არ მომხდარა, იმას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის მხოლოდ სტიმული უნდა იყოს, რომ ასეთ ძლიერ გუნდს ვხვდებით და ნახევარფინალს ისეთ სტადიონზე ვთამაშობთ, როგორიც „უემბლია“, შესაძლოა, რამდენიმე დღეში ფინალშიც ვითამაშოთ.

ჩვენ გვაქვს სპეციფიკური თამაშის იდეა, თამაშის წარმართვა. ბუნებრივია, რომ 90 წუთი ასე ვერ ითამაშებ და მომენტებში თავის დაცვა მოგიწევს, როგორც ეს ავსტრიასთან გავაკეთეთ. ხვალაც დადგება მომენტი, როდესაც თავდაცვითი სამუშაოს გაკეთება მოგვიწევს, რათა ესპანეთს პრობლემები არ შევაქმნევინოთ. გვინდა ბოლომდე მივიდეთ და იტალიელები ჩვენით ამაყობდნენ. ასევე გვინდა, რომ ფინალში გასვლა სპინაცოლას მივუძღვნათ, მისი დაკარგვა მძიმე დარტყმა იყო, მაგრამ სწორედ მან გაგვამხნევა ამ დილით ოპერაციის შემდეგ“, – თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალია – ესპანეთის მატჩი 6 ივლისს, ლონდონში, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …